გვარდიოლა: "აჯობებდა მათ ადგილას ჩვენ ვყოფილიყავით"

image




"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან ინგლისის ჩემპიონატის მსვლელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ლივერპულის" კეთილი შურით შურს.

-"ლივერპული"? უკეთესი იქნებოდა, რომ მათ ადგილას ჩვენ ვიყოთ, რადგან მთელი სეზონი თავდაუზოგავად ვიხარჯებოდით. ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის საკუთარი მატჩების მოგება. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველა პრესკონფერენციაზე "ლივერპულზე" ვერ ვისაუბრებ".

"სიტის" ამ სეზონში უკვე 100 გოლი აქვს გატანილი ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გავიტანოთ. საჭიროა, რომ თავი სხვადასხვა ფეხბურთელებმა გამოიჩინონ. სასიამოვნოა, როცა თამაშობ რამდენიმე ტურნირზე, სადაც ბევრი გოლის გატანაა შესაძლებელი", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports,

შეგახსენებთ, პრემიერლიგის 23 ტურის შემდეგ "სიტი" 56 ქულით მე-2 პოზიციაზეა და პირველადგილოსან "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩება.




წყარო: footballnews.ge
დღის ბილეთი
25-02-2020, 16:26
ექსპერტ პროგნოზი
25-02-2020, 16:26
25-02-2020, 16:21