ფილიპე ლუისი: მესი გაუმჯობესებას განაგრძობს » Kushebi.Ge - ექსპერტ პროგნოზები სპორტის სხვადსხვა სახეობაში


ფილიპე ლუისი: მესი გაუმჯობესებას განაგრძობს

image
"ატლეტიკოს" მარცხენა მცველი, ფილიპე ლუისი გაკვირვებულია იმით, რომ ლიონელ მესიმ, 2018 წლის შედეგებით, "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო.

"მე არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც ამბობენ, რომ მესიმ "ოქროს ბურთი" არ დაიმსახურა. ის გაუმჯობესებას განაგრძობს. ის, ვინც ასე საუბრობს, ან ხედავს იმას, რასაც მე ვერ ვხედავ, ან მე ფეხბურთის არაფერი მესმის." - ციტირებს ბრაზილიელს Globo Esporte.

შეგახსენებთ, რომ მესიმ, France Football-ის გამოკითხვაში, მეხუთე ადგილი დაიკავა. არგენტინელს ლუკა მოდრიჩმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ანტუან გრიზმანმა და კილიან მბაპემ აჯობა.


წყარო: barcamania.ge
დღის ბილეთი
დღეს, 19:46
ექსპერტ პროგნოზი
დღეს, 19:46
დღეს, 18:01