ექსკლუზივი: ჩაკვეტაძე - კიდევ ერთი ქართველი "მილანის" რიგებში

image




სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური "მილანის" სკაუტებმა საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევ გიორგი ჩაკვეტაძეს თვალი დაადგეს.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე 19 წლის ფეხბურთელი ისეთ კლუბებს დაუკავშირეს, როგორებიც "ბარსელონა", "რომა" და "ბაიერნი" არიან, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, ბელგიური კლუბი ქართველს 15 მილიონ ევროდ აფასებს და მისი ტრანსფერით მოსალოდნელ ფინანსურ სარგებელზე უარის თქმას არ აპირებს.

რაც შეეხება "როსონერის" ინტერესს, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ იტალიური გრანდი ლეგენდების დარბაზის წევრის, კახი კალაძის თანამემამულეს ზაფხულისთვის გაუგზავნის შეთავაზებას.

ჩვენი რედაქცია აღნიშნულ საკითხზე წყაროს ავთენტურობას უმოკლეს ვადებში დაადგენს.



წყარო: footballnews.ge
დღის ბილეთი
გუშინ, 16:07
ექსპერტ პროგნოზი
გუშინ, 16:07
გუშინ, 15:59