სკანდალი: სომეხი ძალოსანი ქალი მამაკაცი აღმოჩნდა
სკანდალის გამო, სომხეთის ნაკრები, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან 5 წლით მოიხსნას
Posted on თებერვალი 16, 2019
სხვა სიახლეები
ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს დაიწყება
მინსკის ევროპული თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს
18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია
სკანდალში გაეხვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები, რის გამოც, სომხეთის ეროვნული გუნდი, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოიხსნას.
ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს (Агентство Международной Информации (АМИ) Новости-Азербайджан). სააგენტოს ცნობით, სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი, რომელიც სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა, შესაძლოა სომხეთისთვის მძიმე სასჯელად იქცეს.
როგორც სააგენტო წერს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სომეხი სპორტსმენები 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.
სომეხი ძალოსანი, მელინა დილაზიანი ევროპის ორგზის და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონია. მან თავად აღიარა, რომ მამაკაცია და მისი ნამდვილი სახელი და გვარი მილომ დილაზიანია. სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს და ინციდენტსა და გაყალბებაში თავის მწვრთნელს ადანაშაულებს. დილაზიანის განცხადებით, ის მწვრთნელმა აიძულა, რომ სქესი “შეეცვალა” და თავი ქალად გაესაღებინა.
31 წლის ახლა უკვე ყოფილი სპორტსმენი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მან სომხეთი 2018 წლის სკანდალის შემდეგ დატოვა და მედიასთან შემდეგი განმარტება გააკეთა:
“მე ცისფერი ვარ. ამის გამო, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქალთა ნაკრებში თამაში შემომთავაზა. დიახ, მე ვცხოვრობდი ჩემს მწვრთნელთან. მისი სიტყვები ჩემთვის კანონი იყო. მე დავიბადე ბიჭად, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა”, – განაცხადა დილაზიანმა.