მხოლოდ ერთ ადამიანს ვთხოვე მაისურის გაცვლა ჩემს კარიერაში
ბარსელონას შემტევმა ლიონელ მესიმ კითხვაზე, თუ ვისთვის უთხოვია მაისურის გაცვლა მის კარიერაში,ასე უპასუხა: "მე არავის ვთხოვ მაისურის გაცვლას. თუ გუნდში თამაშობს არგენტინელი მას ვუცვლი მხოლოდ. ხოლო თუ ვინმე მთხოვს გულს არავის დავწყვიტავ, მე არავის ვეძებ გასაცვლელად. ბარსელონა-რეალის დაპირისპირების შემდეგ კამპ ნოუზე გუტიმ ორჯერ მთხოვა მაისურის გაცვლა. მხოლოდ ერთხელ ვთხოვე ზინედინ ზიდანს გაგვეცვალა მაისურები".ციტირებს ჟურნალი Invictos.